უკეთესად შევისწავლე საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილის პრეზენტაციის მომზადება,ელექტრონული ცხრილების გამოყენება,ციფრული მასალის ეფექტური კომბინირება პრეზენტაციის მომზადებაში, ელექტრონულ ფორმატში შეფასების სქემებისა და რუბრიკების გამოყენება.ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა გამიადვილებს მუშაობას და ჩემი მასალის ერთად თავმოყრას.ამავე დროს კოლეგებთან მუშაობაც გამიადვილდება ისტ-ის გამოყენებით. განსაკუთრებით მომეწონა სწავლებაში სასარგებლო ბმულების მისამართების გაგება. ასევე საოფისე პროგრამების უკეთესად შესწავლა. მათ ეფექტურად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობაში. დავხვეწე საძიებო სისტემის ცოდნა.ვისწავლე youtube-იდან ფილმების გადმოწერა და ამოჭრა,სურათებით სლაიდების შექმნა.
21-ე საუკუნეში შეუძლებელია მასწავლებელმა ადგილი დაიმკვიდროს ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე,ამიტომ ასეთი ტრენინგები აუცილებელია.ვფიქრობ,მომავალში ხშირად დავესწრო მსგავს ტრენინგებს.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ტრენერს-დიანა მიქაძეს ,რომელსაც აქვს აკადემიური ცოდნა და არაჩვეულებრივად ატარებს ტრენინგებს.